რამდენი ადამიანს ეძებს ინტერპოლი საქართველოს მოთხოვნით - ახალი მონაცემები

ინტერპოლი საქართველოს 26 მოქალაქეს სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ეძებს
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოთხოვნით ამ დროისთვის საერთაშორისო ძებნაში ჩვიდმეტი პირია გამოცხადებული, ამას ინტერპოლის ვებგვერდის მონაცემები მოწმობს.
საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილი 17 ადამიანიდან ერთი ქალია - 60 წლის ლილია უსეინი, რომელიც ადამიანებით ვაჭრობაშია ბრალდებული. ამასთან, ძებნილებიდან 11 პირი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო შვიდი - უცხოელია.
ძებნილთა შორის უმეტესობა მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნება.
გარდა ამისა, საქართველოს 26 მკვიდრი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნება.