თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. საახალწლო სოფელი თბილისის ცენტრში, ორბელიანის მოედანზე საზეიმოდ გაიხსნა.
7 იანვრამდე ორბელიანის მოედანზე, დედაენის პარკში და მიმდებარე ქუჩებზე საახალწლო სოფელი იფუნქციონირებს. ამ პერიოდში მთელი რიგი გასართობი და კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.
საახალწლო სოფელი სტუმრებს 12:00 საათიდან უმასპინძლებს. იქ გასტრონომიული, სამეწარმეო და საშობაო ბაზრობები მოეწყობა. სტუმრებს დახვდება ფოტო სივრცეები, ყინულის მოედანი, ჩატარდება მასტერკლასები და თეატრალური წარმოდგენები.
საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი სხვადასხვა ჯგუფისა და შემსრულებლის მუსიკალური საღამოები გაიმართება.