საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები

ბიზნეს–სექტორშისაშუალო ნომინალურმახელფასმა 2023 წლისივლის–სექტემბერში 2.007,2 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის მესამე კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1.855,4 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,3%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს–სექტორში 2023 წლის ივლის–სექტემბერში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.007,2 ლარი შეადგინა, რაც 17,1%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,4%-ით გაიზარდა და 1.579,5 ლარს გაუტოლდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის მესამე კვარტალში 2.160,6 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (946,4 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის მესამე კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.958,1 ლარი (წლიური ზრდა 18,8%).
მშენებლობა – 3.033,4 ლარი (+31,6%).
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2.806,7 ლარი (+13,4%).
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2 615,6 ლარი (+17,3%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2023 წლის მესამე კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2.233,9 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1.459,1 ლარი.