თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება დამტკიცდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.
ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე მოლაპარაკებები 2023 წლის იანვრიდან მიმდინარეობდა. ტექსტის საბოლოო ვარიანტის ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში 16 დეკემბერს შედგა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა.
ხელშეკრულება ძალაში შევა ოფიციალური ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ, ორი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპორტაცია არის პირის ან ადამიანთა მთელი კატეგორიის იძულებით გაძევება სხვა სახელმწიფოში. დეპორტაცია ქვეყნის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ხორციელდება და მისი საფუძველი შეიძლება იყოს უცხოელთა უკანონო შესვლა, ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევა, აგრეთვე შესვლის სახელმწიფოში შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძვლის დაკარგვა ან შეწყვეტა.
წყარო - იუსტიციის სამინისტრო