ხინკალი მსოფლიოს საუკეთესო კერძების ტოპ-100-ში შევიდა

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. კულინარიულმა გზამკვლევმა TasteAtlas-მა ქართული ხინკალი მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის 29-ე ადგილი მიანიჭა.
TasteAtlas გემოების ენციკლოპედია, ტრადიციული კერძების მსოფლიო ატლასია. კატალოგში უკვე შეტანილია 10 ათასზე მეტი კერძი და სასმელი. შეაჯამა რა 2023 წელი, ,TasteAtlas-მა მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძის სია გამოაქვეყნა.
„ეს უგემრიელესი ქართული პელმენები, რომელიც ცნობილია როგორც ხინკალი, ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნულ კერძად ითვლება. პელმენებში ხორცს და სანელებლებს ათავსებენ და შემდეგ ტრადიციულად ახვევენ ზევიდან კვანძს ანუ „კუჭს". რეგიონური განსხვავებები გავლენას ახდენს ხინკლის შიგთავსზე და საქართველოს თითოეულ ნაწილს აქვს თავისი განსაკუთრებული მრავალფეროვნება“, - ნათქვამია აღწერილობაში.
როგორც ავტორმა დასძინა, მაგალითად, მთიან რეგიონებში შიგთავსად ყველაზე ხშირად ცხვრის ხორცი გამოიყენება, თუმცა, საქართველოში ყველაზე გავრცელებული ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავია.
აღწერილობაში ასევე მოცემულია თუ როგორ უნდა მიირთვათ ხინკალი სწორად და აღნიშნულია, რომ „კუჭი" არ იჭმევა, ის მხოლოდ ხელის მოსაკიდებელი „ინსტრუმენტია“, რომელიც თეფშზე უნდა დარჩეს, რათა მოგვიანებით დათვალოთ რამდენი შეჭამეთ.
„ამ არომატულ პელმენს ჩვეულებრივ მიირთმევენ მსხვილად დაფქვილ შავ წიწაკასთან ერთად ან მის გარეშე“, - ნათქვამია აღწერილობაში.