ქარი, წვიმა და თოვლი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში 17-18 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქში 17 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარი გაძლიერება 28 - 30 მ/წმ-დე.
„მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.