მსოფლიო დღეს

„განრისხებული ვარ“: ილონ მასკის დედა ჯო ბაიდენზე ბრაზობს

Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ილონ მასკი ცდილობს, მსოფლიო უკეთესი გახადოს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ხელს უშლის ამაში, წერს მილიარდერის დედა მეი მასკი სოციალურ ქსელ X-ზე.
„მე ილონ მასკის დედა ვარ. მისი მიზანია, გახადოს ეს სამყარო უკეთესი. პრეზიდენტ ბაიდენს კი მისი შეჩერება სურს. წარმოგიდგენიათ, როგორი განრისხებული ვარ? სხვა ქვეყნებში ადამიანები ამაყობენ ილონით და არ ესმით აშშ-ის პრეზიდენტის მოტივები. მითხარით, გეთაყვა, როგორ ვირეაგირო ამაზე?“, — წერს მეი მასკი.
ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) წევრის, ბრენდან კარის სიტყვებს, რომ ბაიდენი ილონ მასკზე „დასაკვირვებლად“ სხვადასხვა მეთოდებს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოსა და ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს შესაძლებლობებს გამოიყენებს, რასაც ახლა კომუნიკაციების ფედერალური კომისიაც უერთდება.
მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ამასთან ის ჯერ კიდევ სექტემბერში დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ჯო ბაიდენი დამანგრეველ როლს ასრულებს შეერთებული შტატებისთვის.