თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში ადვოკატის ცემისა და მის მიმართ მუქარის ბრალდებით ორ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, ბრალი წაუყენა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ორი პირი ბრალდებულის ადვოკატს ფიზიკურად გაუსწორდა, შორის არასრულწლოვანი ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სრულწლოვან პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით), ხოლო არასრულწლოვანს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (მუქარა და ძალადობა დაცვის განხორციელებასთან და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით) წარედგინათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.