რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა

მეზღვაურის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 13 დეკემბერს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა გუშინ, 13 დეკემბერს მოხდა. მეზღვაურის გაუჩინარების ფაქტს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მეზღვაურს საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა, მამაკაცი დინებამ გაიტაცა და მისი გემზე აყვანა ვერ შეძლეს.
მეზღვაურის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 13 დეკემბერს დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.