პუტინი: რუსეთი დაკავებულების გაცვლაზე უარს არ ამბობს, მაგრამ არსებობს პირობა

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. ჩვენ არ ვამბობთ უარს აშშ-ის წინადადებებზე, გავათავისუფლოთ რუსეთის ტერიტორიაზე დაკავებული ამერიკელები − ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, რომლებსაც შპიონაჟში ედებათ ბრალი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე.
ასე უპასუხა მან გამოცემა New York Times-ის კორესპონდენტის კითხვას, „მართალია თუ არა, რომ მოსკოვმა უარი უთხრა ვაშინგტონს დაკავებულების გაცვლაზე?“
ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვი უარს არ ამბობს, მაგრამ მსგავსი შეთანხმებები ორივე მხარეს უნდა აწყობდეს.
„ამ საკითხზე ჩვენ კონტაქტები გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან. დიალოგი გრძელდება. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ ზოგადად, მეჩვენება, რომ ერთმანეთისთვის გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, რომ გამოსავალს ვიპოვით. მაგრამ ამერიკულმა მხარემაც უნდა მოგვისმინოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც რუსულ მხარეს აწყობს“, − აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამერიკული გამოცემა Wall-Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის სპეცსამსახურებმა 2023 წლის მარტში დააკავეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ხოლო პოლ უილანი — აშშ-ის საზღვაო ქვეითთა სამსახურისა და კორპორაციული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი, რუსეთის ციხეში 2018 წლიდან იმყოფება.