მსოფლიო დღეს

ფაშინიანი: აზერბაიჯანთან ზავის გაფორმება რეალურია

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება უახლოეს მომავალში სრულიად რეალურია, მიაჩნია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

„თუ აზერბაიჯანი არ უარყოფს მიღწეულ შეთანხმებებსა და პრინციპებს, მაშინ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს მომავალში ძალიან რეალური გახდება“, − განაცხადა სომხეთის ლიდერმა.

ამასთან მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთი ადასტურებს მიღწეული შეთანხმებებისადმი ერთგულებას.
გარდა ამისა, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მანამდე აზერბაიჯანმა სომხეთს 32 სამხედრო ტყვე გადასცა. ეს მოვლენა მას იმ „ნულოვან წერტილად“ სურს მიიჩნიოს, საიდანაც „ყველა შემდგომი სიახლე უფრო მეტად უნდა მიუთითებდეს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გაზრდილ ალბათობაზე და არა პირიქით“.
მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები საზღვრებიდან ჯარების ერთობლივ გაწევაზე მსჯელობენ. თუმცა, მისივე თქმით, მხარეებს ჯერ არ აქვთ პროგრესი შეთანხმებაზე.