მსოფლიო დღეს

რეზოლუცია მიღებულია: პალატა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გამოძიებას დაიწყებს

Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი − Sputnik. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით გამოძიების ნებართვას იძლევა.
როგორც კენჭისყრის შედეგები ცხადყოფს, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად პალატაში რეზოლუციის მომხრე 221 კონგრესმენი იყო, წინააღმდეგიკი 212.
დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო, საზედამხედველო და სასამართლო კომიტეტებს ავალებს, განაგრძონ ბაიდენისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოძიება, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
ბაიდენმა კენჭისყრის შედეგები „უსაფუძვლო პოლიტიკურ ტრიუკად" მიიჩნია. როგორც მან განაცხადა, რესპუბლიკელები, იმის ნაცვლად, რომ „ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად რამე გააკეთონ“, „თავდასხმაზე არიან კონცენტრირებული“.
რესპუბლიკელები ეჭვობენ, რომ ბაიდენი უკანონო სარგებელს იღებდა მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის უცხოური გარიგებებიდან. ივარაუდება, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა ოჯახმა ფინანსური სარგებელი 2009-2017 წლებში მიიღეს, როდესაც ჯო ბაიდენს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, რესპუბლიკელებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები ბაიდენის დანაშაულის შესახებ.