თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებში დაიღალნენ „კიეველი მათხოვრისგან", ვლადიმირ ზელენსკისგან, რომელიც ვაშინგტონში ჩამოვიდა, განაცხადა რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.
მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის მოგზაურობამ შედეგი ვერ მოიტანა, ვინაიდან დახმარების მომდევნო პაკეტის მიწოდების საკითხში ამერიკელების მიმხრობა ვერ მოახერხა.
„ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. მან ვერ შეძლო დაერწმუნებინა ამერიკელები იმაში, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება. კიეველი მათხოვრისგან ყველა დაიღალა“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, „ზელენსკის აღარაფერი უშველის, ამერიკელები კი რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში“.
ანტონოვი დარწმუნებულია, რომ „მომაკვდინებელი პროდუქცია დამღით Made in USA, რომლის ღირებულებაც 200 მილიონი დოლარია“, მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებასა და ათასობით ადამიანის ტანჯვას გამოიწვევს არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც, სადაც „ეს იარაღი უკრაინელი კორუმპირებული ჩინოვნიკების წყალობით ვრცელდება“.