თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის შესაბამისი უწყებები აკვირდებიან ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის ჩარევის შესაძლო მცდელობებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში მოსკოვი ამას ღიად იტყვის, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე პასუხად.
„ჩვენ საჯაროდ ვლაპარაკობთ [ჩარევის მცდელობებზე]. ამ საკითხით ასევე დაკავებული არიან სპეცსამსახურებიც, რომლებიც ჩვენს შიდა პროცესებში უკანონო ჩარევას აკონტროლებენ. რუსეთს არაფერი აქვს დასამალი და როდესაც ასეთ მცდელობებს ვავლენთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ ხოლმე“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში არანაირი სპეციალური დიპლომატიური დემარშები არ არის საჭირო.
„ამერიკელებმა იციან, რაც ვიცით და იციან, რომ ეს მიუღებელია ჩვენთვის“, — განაცხადა ლავროვმა.
მინისტრის თქმით, ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება აქვს, ყველა დანარჩენისთვის კი იგივე ქმედებები აკრძალულია.
მანამდე რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების დღედ 2023 წლის 17 მარტი დანიშნა. ქვეყნის ცესკოს დადგენილებით, არჩევნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება — ხმის მიცემა 15 მარტს დაიწყება და 17 მარტამდე გაგრძელდება.