ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება „პირველი არხი“.
ცეცხლი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „დრიმ თაუნის" საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
წყარო - „პირველი არხი“.