თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. იტალიურმა საფეხბურთო კლუბმა „ნაპოლიმ", სადაც ქართველი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, დიდი ძალისხმევის გარეშე - 2:0 მოუგო პორტუგალიურ „ბრაგას" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა.
ნეაპოლურმა გუნდმა С ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზეა მადრიდის „რეალი", რომელსაც ექვსიდან არცერთი შეხვედრა არ წაუგია.
მერვედფინალის კენჭისყრა, სადაც „ნაპოლის" მეტოქე გაირკვევა, ორშაბათს, 18 დეკემბერს გაიმართება.