თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული რეზოლუცია ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება — ეს პალესტინელთა მიმართ აგრესიის შეწყვეტაა, განაცხადა რადიკალური მოძრაობა ჰამასის მაღალჩინოსანმა ბასემ ნაიმმა BBC-ისთან საუბრისას.
„მხარე, რომელიც ამ ნებას ეწინააღმდეგება, ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელიც უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებას იყენებს. <...> და ეს ამერიკას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უშუალო მონაწილედ აქცევს, რასაც სიონისტური ერთეულის, [ისრაელისა] და ასევე შეერთებული შტატების საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება“, — აღნიშნა ჰამასის წარმომადგენელმა.
მანამდე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა დიდი უმრავლესობით მიიღო ეგვიპტისა და მავრიტანიის მიერ მომზადებული რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას, რომელიც „სავალდებულო არ არის, არ აქვს პოლიტიკური ძალა და მხოლოდ ომზე გლობალურ ხედვას ასახავს“, მხარი გაეროს 193 წევრიდან 153-მა დაუჭირა. მოწინააღმდეგეთა შორის იყო შეერთებული შტატებიც.
უფრო ადრე, პარასკევს, მსგავსი რეზოლუცია დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოში, რომლის რეზოლუციებიც, გენასამბლეისგან განსხვავებით, შესასრულებლად სავალდებულოა.