მსოფლიო დღეს

ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად: აშშ უკრაინაში გენერალს გზავნის

Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. პენტაგონი გენერალ-ლეიტენანტ ანტონიო აგუტოს გაგზავნის კიევში ახალი სამხედრო სტრატეგიის შესამუშავებლად, წერს New York Times ამერიკელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
„ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო ლიდერები ეძებენ ახალ სტრატეგიას, რომლის განხორციელებასაც მომავალ წელს დაიწყებენ, რათა კიევის შანსებიგააცოცხლონ“, − ნათქვამია მასალაში.
არსებული ცნობით, აგუტო, როგორც მოსალოდნელია, გერმანიიდან ჩავა უკრაინაში და დიდხანს დარჩება იქ. ამ გზით ის უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობისთვის უფრო დეტალური რჩევების მიცემას შეძლებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ამერიკელი და უკრაინელი მრჩევლები იმედოვნებენ, რომ ახალი სტრატეგიის დეტალებს იანვარში გერმანიის ვისბადენში დაგეგმილი სამხედრო თამაშების დროს შეიმუშავებენ. ამ სტრატეგიის მიზანი იქნება მნიშვნელოვანი ძალის შექმნა, რომლის „გათვალისწინება და მოლაპარაკებების დაწყება მოუწევს რუსეთს 2024 წლის ბოლოს ან უკვე 2025 წლისთვის“.
წყარო: New York Times