თბილისი, 11 დეკემბერი − Sputnik. მიუხედავად საომარი მდგომარეობისა, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ახალ რეგიონებშიც გაიმართება, იტყობინება „რია ნოვოსტი“ რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ეს გადაწყვეტილება უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, თავდაცვის სამინისტროსთან, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ვაცნობოთ რუსეთის პრეზიდენტსა და ფედერაციის საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. გთხოვთ, მოამზადოთ წერილების პროექტი და გაუგზავნოთ პრეზიდენტსა და საბჭოს", − განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ბულაევმასხდომაზე.
მისი თქმით, კომისია მზადაა რუსეთის ახალ რეგიონებში ხმის მიცემის ჩაშლის მცდელობისთვის და „ეჭვი არ ეპარება, რომ გაუმკლავდებიან“ ამ მცდელობებს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.