როდის დაიხურება პარლამენტის საშემოდგომო სესია

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მიმდინარე კვირის ბოლოს - 15 დეკემბერს დაიხურება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს სახელმწიფო ჰიმნით იხურება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომების მოწვევა არ იგეგმება.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 2024 წლის 6 თებერვალს განაახლებს. მოქმედი კანონის მიხედვით, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.