თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Times-მა მიუძღვნა სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, თბილისს „ევროპის ყველაზე ცოცხალი ქალაქი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქალაქის მეორე ბერლინის რეპუტაცია აქვს.
ჟურნალისტმა კრის შალკმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა და Times-ის მკითხველს დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„საბჭოთა ეპოქის საწყობებსა და საუკუნის წინ აშენებულ სახლებში თანამედროვე ბუტიკური სასტუმროები და ბარებია მოწყობილი, სადაც ნატურალურ ღვინოს დალევთ. თბილისს უკვე აქვს მეორე ბერლინის რეპუტაცია, ქალაქი ცნობილია ღამის კლუბებითა და ბარებით, მაგრამ თბილისი უფრო მეტია, ვიდრე ჰიპსტერული სტილი“, - წერს შალკი.
ავტორმა ასევე აღწერა ქალაქის მრავალფეროვანი არქიტექტურა და აღნიშნა, რომ აქ შესაძლოა გადააწყდე შუა საუკუნეების ციხესიმაგრეებს, საბჭოური პერიოდის შენობებს, გზისპირა სასტუმროებს, ხოლო ქალაქის დათვალიერების შემდეგ მოგზაურს შეუძლია გაემგზავროს მანქანით ან მატარებლით, რათა დაათვალიეროს საქართველოს დათოვლილი მთები, „დროში გაჩერებული სოფლები“.
სტატიაში ასევე აღწერილია ძველი თბილისი, ღვინის ბარები, ბაზრობა მშრალ ხიდზე.