კვარაცხელიამ შეიძლება „ბრაგასთან“ დაგეგმილი მატჩი გამოტოვოს

„ნაპოლისა" და პორტუგალიური კლუბის შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა, გრიპის გამო ტურნირის მერვედფინალში გასვლისთვის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბრაგასთან" დაგეგმილი მატჩი გამოტოვოს, იუწყება Football-Italia.
მადრიდის „რეალის“ შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად ნეაპოლელებს „ბრაგასთან“ ფრეც ყოფნით. მატჩი 12 დეკემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.
„ნაპოლის" მწვრთნელ ვალტერ მაძარის რამდენიმე პრობლემა აქვს გადასალახი, რადგან კვარაცხელიას გრიპის მსგავსი სიმპტომები აწუხებს. დღეს მან გუნდთან ერთად არ ივარჯიშა, მხოლოდ დარბაზში დაიტვირთა", - წერს გამოცემა.
საეჭვოა პორტუგალიელი მცველის მარიო რუის მატჩში მონაწილეობაც, რომელიც ინდივიდუალურად ვარჯიშობს. მუხლის ტრავმის გამო გუნდს მინიმუმ 2024 წლის იანვრამდე ვერ დაეხმარება მარცხენა მცველი მატიას ოლივერა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის წინ „ნაპოლის" C ჯგუფში შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე მადრიდის „რეალია", რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო. „ბრაგა" ნეაპოლელებს სამი ქულით ჩამორჩება. სატურნირო ცხრილს ბერლინის „უნიონი" ასრულებს, რომელმაც „ნაპოლისა" და „ბრაგასთან" მატჩები ფრედ დაასრულა.