დეპუტატები სახელმწიფო მინისტრს შერიგების საკითხებში 15 დეკემბერს მოუსმენენ

სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.
Sputnik
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. პარლამენტი მინისტრის საათის ფარგლებში 15 დეკემბერს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანს მოუსმენს, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
სახელმწიფო მინისტრი სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვების უპასუხებს.
ახვლედიანის მოსმენა პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში უკვე ასახულია.
თეა ახვლედიანი სახელმწიფო მინისტრის პოსტზე 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა.