ბაზაძე მსოფლიო მოფარიკავეთა რეიტინგში თავდაჯერებულად ლიდერობს

ნოემბრის ბოლოს ბაზაძე ქართველი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2022/2023 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დაასახელა.
Sputnik
თბილისი, 11დეკემბერი — Sputnik. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) განახლებულ რეიტინგის მიხედვით საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა, სანდრო ბაზაძემ მიმდინარე წელი პირველ ადგილზე დაასრულა, იუწყება ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია (FIE).
2023 წლის მარტიდან სანდრო ბაზაძე მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგს ლიდერობს.
ტურნირებზე გამოსვლების შედეგებით ბაზაძემ 284 ქულა დააგროვა და თავის მოწინააღმდეგეს, მეორე ადგილზე მყოფ ამერიკელ ელი დერშვივს 11 ქულით ასწრებს, მესამე ადგილზე კი უნგრელი არონ სილადია - 152 ქულა.
ნოემბრის ბოლოს ბაზაძე ქართველი ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2022/2023 წლების საუკეთესო მოფარიკავედ დაასახელა.
სანდრო ბაზაძემ მიმდინარე წელს ევროპის ჩემპიონატის ოქრო და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი აიღო. ქართველი მოფარიკავის ანგარიშზეა რამდენიმე ოქროს მედალი, რომელიც მან მსოფლიო თასების ეტაპებზე და გრან-პრიზე მოიპოვა.