თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - დედაქალაქის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების მონტაჟის სამუშაოების გამო 11 დეკემბერს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს. საახალწლო განათების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
საახალწლო განათებები თბილისში
ამასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
საახალწლო განათება თბილისში
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
წყარო - თბილისის მერია