სტუდენტების და მოსწავლეების სტიპენდია ოჯახის შემოსავლად აღარ ჩაითვლება

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. 8 დეკემბრიდან სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ მიღებული სტიპენდიები არ ჩაითვლება სოციალურად დაუცველი ოჯახის შემოსავლის ნაწილად, შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
საქართველოში არსებობს ოჯახის მდგომარეობის შეფასების სისტემა კეთილდღეობის სკალით, შემდგომში სოციალური დახმარების მინიჭებისთვის.
სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ფასდება ოჯახის შემოსავალი, რომელიც ოჯახის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებით იანგარიშება.
კარგი ამბავი სტუდენტებისთვის - ახალი წლიდან საქართველოში სტიპენდიები გაიზრდება >>
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ შემოსავალში აღარ ჩაითვლება სახელმწიფოს, სკოლის, უნივერსიტეტის და სხვა წყაროებიდან მიღებული სტიპენდიები.
1 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სოციალურ დახმარებას 439.793 ადამიანი იღებს.