თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ „როსია სეგოდნიას“ თანამშრომლებსა და მის გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს მედიაჯგუფის 10 წლის იუბილე მიულოცა.
„თქვენ ღირსეულად აგრძელებთ „სოვინფორმბიურის“, „ნოვოსტის“, „მოსკოვის რადიოსა“ და „რუსეთის ხმის“ ტრადიციებს. ამას აკეთებთ პროფესიონალურად, ოპერატიულად, მკაცრად იცავთ ჟურნალისტური ეთიკის მაღალ კანონებს, მაქსიმალურად იყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებს“, — ნათქვამია მისალოც წერილში.
როგორც მატვიენკომ აღნიშნა, „როსია სეგოდნიას“ ჟურნალისტები, რომლებიც საინფორმაციო ფრონტის ხაზზე იმყოფებიან, „ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წყვეტენ — ასახავენ და აყალიბებენ საზოგადოებრივ აზრს“, მსოფლიოს აცნობენ „სიმართლეს რუსეთის შესახებ, მის პატიოსან და ღია პოზიციას, რითაც ხალხებს შორის ურთიერთგაგებას აძლიერებენ“.
„გასული ათწლეულის განმავლობაში „როსია სეგოდნია“ გახდა მძლავრი მრავალპროფილური ჰოლდინგი, რომლის აუდიტორია იზრდება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გისურვებ თქვენ და თქვენს კოლეგებს, კვლავაც დაისახოთ ახალი მაღალი მიზნები. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებით განხორციელდება“, — ნათქვამია მილოცვაში.
საერთაშორისო მედიაჯგუფი „როსია სეგოდნია“ აერთიანებს რუსულენოვან საინფორმაციო რესურსებს: „რია ნოვოსტი“, „პრაიმი“, „ინოსმი“, „ბალტნიუსი“, „უკრაინა.რუ“, სოციალური ნავიგატორი, KOT და Arctic.ru. საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.
მედიაჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია საინფორმაციო არხები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. „როსია სეგოდნია“ არის ინფორმაციული პროდუქტების უმსხვილესი რუსული მწარმოებელი, რომელიც საერთაშორისო აუდიტორიაზე, ბიზნესსაზოგადოებაზე, სამთავრობო უწყებებსა და მომხმარებელთა ფართო სპექტრზეა ორიენტირებული.