ქუთაისში მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა

ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობდა.
Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა მესხიშვილის მე-4 შესახვევში, კერძო საცხოვრებელი სახლებით მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, სამშენებლო სამუშაოები დარღვევებით მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.