თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები მებაჟე ოფიცრების მიერ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო წონამ 487,55 გრამი შეადგინა, საერთო საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 49.870,6 ლარი.
სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა.