რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დღე დაინიშნა

Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დანიშნა, პალატამ დადგენილება ერთხმად დაამტკიცა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
„დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტისთვის. ეს დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან“, — ნათქვამია დოკუმენტში.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების დანიშვნა, კონსტიტუციის თანახმად, ფედერაციის საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
როგორც ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საარჩევნო კამპანიის დაწყებას ნიშნავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რუსეთის განვითარების ვექტორს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ ელა პამფილოვას განმარტებით, განიხილება სამდღიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.