მსოფლიო დღეს

ვიზიტი მოსკოვში: ირანის პრეზიდენტმა პუტინთან განსახილველი საკითხები დაასახელა

Sputnik
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. პალესტინის საკითხი და ღაზის დაბომბვის შეჩერება მოსკოვში მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ, რომელიც დღეს რუსეთს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით.
„მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა არის პალესტინის საკითხი და ღაზის სექტორის დაბომბვის შეჩერების, ბლოკადის მოხსნისა და ჩაგრული პალესტინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მცდელობები“, — ციტირებს ირანული სააგენტო ISNA პრეზიდენტის სიტყვებს.
მანამდე სააგენტო IRNA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ებრაჰიმ რაისი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება და მათი მოლაპარაკების საგანი ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური კავშირები, ასევე რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგი იქნება. გარდა ამისა, პუტინი და რაისი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფან „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დასრულებაზეც იმსჯელებენ.