თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე 7-9 დეკემბერს შეზღუდვები დაწესდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 255-259-ე კმ მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 7 დეკემბრის 10:00 სთ-დან 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე.
დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი