თბილისი, 6 დეკემბერი − Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 6-9 დეკემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია ნავარაუდევი.
თბილისში 10 დეკემბრამდე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11 გრადუსამდე დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში, კერძოდ ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში, სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) ნალექიანი ამინდი იქნება. დღისით ტემპერატურა პლუს 13-15 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 9-11 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 10 დეკემბრამდე მოსალოდნელია თოვლი, 7 დეკემბრის დილამდე ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 4-6 გრადუსი დაფიქსირდება.