მსოფლიო დღეს

გადაჭარბება რთულია: კრემლში პუტინის წლის ადამიანად ნომინირებაზე კომენტარი გააკეთეს

Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ჟურნალ Time-ის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წლის ადამიანის წოდებაზე წარდგენას მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„თავად პრეზიდენტისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინის როლის გადაჭარბებით შეფასება ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, ძნელია. ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა“, — აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კრემლის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი ექსტრაორდინარულ როლს ასრულებს მსოფლიოში.
მანამდე ჟურნალმა Times-მა წლის ადამიანის წოდებაზე წარდგენილი ცხრა კანდიდატის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა შორის გამარჯვებული ოთხშაბათს დასახელდება.
Times-ის ვერსიით, წლის ადამიანის სავარაუდო კანდიდატების ფინალისტთა სია ასე გამოიყურება:
1.
ჰოლივუდის სცენარისტები და მსახიობები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ;
2.
ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი;
3.
მომღერალი ტეილორ სვიფტი;
4.
ხელოვნური ინტელექტის ChatGPT-ის მწარმოებელი კომპანია OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ალტმანი;
5.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროკურორები;
6.
თოჯინა ბარბი;
7.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი;
8.
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III;
9.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციის თანახმად, რომელსაც 1927 წელს ჩაეყარა საფუძველი, Times-ის ვერსიით წლის ადამიანის სტატუსი ენიჭება ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს ან კონცეფციას, რომლებსაც გაზეთები ყველაზე ხშირად ახსენებდნენ პუბლიკაციების სათაურებში — ცუდად, ან კარგად.
გასულ წელს ჟურნალმა წლის ადამიანის სტატუსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიანიჭა.