ლავროვი: კასპიისპირეთის ხუთი ქვეყანა მინისტრთა დიალოგს იწყებს

Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. კასპიისპირეთის ხუთი ქვეყანა — რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი და ირანი, დიალოგის ახალ ფორმატს იწყებენ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა კასპიის ხუთეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
„დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ჩვენ ვიწყებთ მინისტრთა ახალ, რეგულარულ დიალოგს, რომელიც აშხაბადის სამიტზე შეთანხმებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს“, — აღნიშნა მან.
ლავროვის განმარტებით, ეს მანდატი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ხუთმხრივი თანამშრომლობის განვითარება და მისი ფორმატების სრულყოფა, კოორდინირებული ზომების შემუშავება სამიტების გადაწყვეტილებების განხორციელების მიზნით, მათი დღის წესრიგისა და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადებას.
რუსი დიპლომატის თქმით, კასპიის თანამშრომლობამ მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ ხუთმხრივი ურთიერთქმედების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მისი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლების გასაძლიერებლად დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ლავროვის თქმით, კასპიის ზღვის რეგიონს განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის გეგმების გათვალისწინებით.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ კასპიის საბჭოს შექმნა მუშაობის ეფექტურობას გაზარდის.