კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

რამ გამოიწვია ხანძარი და რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ლეჩურისა და ფშაველის მიმდებარედ ხანძარია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გუშინ გაჩნდა. კვამლი ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ზონაში ათობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. ბოლო ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.