ინგუშეთი დაინტერესებულია საქართველოსთან პირდაპირი ფრენების დაწყებით

საქართველოსა და ინგუშეთის ხალხები ისტორიულად დაკავშირებულია ერთმანეთთან, აღნიშნა საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ინგუშეთის ხელისუფლებამ რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მეხუთე სხდომაზე მაგასიდან საქართველოს ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაგეგმვის დანიშვნის სურვილი გამოთქვა, განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა იური ბალაშოვმა „Sputnik-საქართველოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო 2023 წლის თებერვალში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეიქმნა დასწორედ მაშინ გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს მიზანია შექმნას ახალი შესაძლებლობები რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაძლიერებლად.
„ინგუშეთს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი. თავის მხრივ, საქართველო საინტერესოა ინგუშეთის მოქალაქეებისთვის. ორი ხალხი ერთმანეთთან ისტორიულად მჭიდროდ არის დაკავშირებული, მათ აერთიანებს სულიერი ფასეულობები. ამიტომ მაგასიდან საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ფრენების დაგეგმვა კიდევ უფრო გაამარტივებს ხალხებს შორის კომუნიკაციას და ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა ბალაშოვმა.
რუსულ-ქართული საქმიანი საბჭოს მეხუთე შეხვედრა თემას - „ტურიზმი. კულტურული ფასეულობები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“ დაეთმო.
„ტურისტული კავშირების დამყარების საკითხს საბჭო დიდი ხანია განიხილავს, მაგრამ ბოლო ვიზიტის შემდეგ ინგუშეთის ხელისუფლებამ მიგვიწვია, რათა იგი ახალ რეალობაში გავაუმჯობესოთ. ახალგაზრდებმა კარგად არ იციან თავიანთი საერთო ისტორიული ფესვები, ამიტომ შეხვედრამ შესაძლებელი გახადა ახალგაზრდული კავშირების აღორძინება. ქართველი მომღერლები, თურმე, დიდი ხანია პოპულარულია ინგუშეთში“, - განაცხადა ბალაშოვმა.
მაგასში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქმიანი საბჭოს წევრები, რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმირ პადალკო, ინგუშეთის და ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, გიდები, ინგუშეთის მთავრობის წევრები, მათ შორის, მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოლეგ ფურსოვი და რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთსა და საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, რეგიონების მონაწილეობა შიდა ტურიზმის განვითარებაში. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ მთიანი ინგუშეთის მთავარ ტურისტულ ადგილებს და ეწვივნენ უძველეს ქრისტიანულ ტაძარს თხაბა-ერდის.
„ეს ტაძარი ზუსტად არის დამაკავშირებელი რგოლი ინგუშეთსა და საქართველოს შორის. იმის გამო, რომ ინგუშეთის სახელმწიფოს ისტორიის პირველი ნაწილი იყო ქრისტიანული, შემდეგ წარმართული და მხოლოდ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში მიიღეს მათ ისლამი. ინგუშთა ნაწილმა ისლამი არ მიიღო და საქართველოში წავიდა. მაშასადამე, ეს ისტორიული კავშირი არსებობს და ის დაიწყო ჯეირარჰის რაიონში, რომლის ცენტრშიც დგას ტაძარი“, - განაცხადა ბალაშოვმა.
ბალაშოვის თქმით, განსახილველია წინადადება ტაძრის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების ჩატარების თაობაზე, რათა დადგინდეს მისი შექმნის რეალური თარიღი.
„ეტყობა, იგი ქართული იყო. და, შესაძლოა, ადგილზე მოიყვანონ მღვდელი, შეიქმნება რუსულ-ქართული არქეოლოგიური ჯგუფი ტაძრის წარმოშობის შესასწავლად“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ბალაშოვის თქმით, ინგუშეთს სურს გადაწყვიტოს მათი რეგიონიდან მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხი.
„საქართველოს ხელისუფლება სიფრთხილით ეკიდება კავკასიიდან ახალგაზრდების მიღებას თავის ტერიტორიაზე, თუნდაც ისინი ტურისტებად ჩამოვიდნენ. ინგუშებმა გამოხატეს სურვილი გადახედონ ამ პოლიტიკას, რათა მათ ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი ნათესავები საქართველოში და ქვეყანაში ჩემოვიდნენ სამედიცინო ტურიზმის მიზნით“, - განაცხადა მან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ – 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს რუსეთის 1,1 მლნ მოქალაქე ეწვია, რაც 2022 წლის ცხრა თვის მონაცემზე 47,3%-ით მეტია და 4,7%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს.