გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ ამინდი გაუარესდება.
Sputnik
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში 6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე ძლიერი თოვაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქიც.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.