თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვის სტატუსს მიიღებს, განუცხადა „რია ნოვოსტის“ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ყირიმის რეგიონიდან მიხაილ შერემეტმა.
„სახელმწიფო დუმას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც აზოვის ზღვისთვის რუსეთის ფედერაციის ექსკლუზიურად შიდა ზღვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, რომელზეც აღარ ვრცელდება საერთაშორისო კანონმდებლობის ქმედებები და პრინციპები, რადგან ისტორიული სამართლიანობამ გაიმარჯვა და უკრაინამ აქ ზღვისპირა სახელმწიფოს სტატუსი დაკარგა“, — განაცხადა მან.
შერემეტის განმარტებით, შესაბამისმა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი. და იქვე ხაზი გაუსვა, რომ დეპუტატები დოკუმენტის მიღებას წლის ბოლომდე შეეცდებიან.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, აზოვის ზღვა რუსეთის შიდა ზღვად 2022 წელს იქცა მას შემდეგ, რაც მან ახალი რეგიონები: ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები, დონეცკი მიიერთა. მანამდე აზოვის ზღვა რუსეთისა და უკრაინის შიდა წყლებად ითვლებოდა.