მსოფლიო დღეს

პესკოვმა უკრაინისადმი ევროპულ დახმარებაზე კომენტარი გააკეთა

Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ევროპის ქვეყნებისთვის სულ უფრო რთული ხდება უძირო უკრაინული კასრის ფულით ამოვსება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ევროპიდან კიევის დაფინანსების პერსპექტივებზე კომენტირებისას.
მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა, შესაძლოა, შეფერხდეს ევროკავშირში „მემარჯვენეების“ გაძლიერების გამო.
„ალბათ, ეს კითხვა თავად ევროპელებს უნდა დაუსვათ. აშკარაა, რომ მათთვის სულ უფრო რთული ხდება უძირო უკრაინული კასრის ფულით ამოვსება“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
რუსეთმა ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ესაა უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.