თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. თბილისში მგზავრი ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდა და მანქანა დაუზიანა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა დადიანის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მგზავრს ძაღლთან ერთად მგზავრობაზე უარი უთხრა, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, მგზავრი ბრალდებულის სახით უკვე დაკავებულია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.