თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 დეკემბრამდე თბილი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 5-6დეკემბერს კი ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-13 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-19 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 12-14 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექია ნავარაუდევი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) 5-7 დეკემბერს. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 11-13 გრადუსამდე დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-12 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-6 გრადუსამდე დაიკლებს.