თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ნაწილში ისტორიული გასვლის შემთხვევაში, F ჯგუფში პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ითამაშებს.
ტრადიციული შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ ფინალურ ეტაპზე 21 მონაწილე გამოვლინდა, დარჩენილი სამი საგზურის მფლობელები კი 2024 წლის მარტში ერთა ლიგის პლეი-ოფის შემდეგ გამოვლინდებიან, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.
F ჯგუფი:
თურქეთი
პლეი ოფის გამარჯვებული დივიზიონი C
პორტუგალია
ჩეხეთი
საქართველოს ნაკრები 21 მარტს С დივიზიონის გუნდების პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში 26 მარტს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს ასევე საკუთარ მოედანზე შეხვდება.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია - შესარჩევი მატჩის დროს ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო.
ევრო-2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.