თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარი ქალის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 53 წლის ქალს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.