თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სულ მცირე შვიდი მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილ ლაერტ ჰაჯიუს, რომელიც საბერძნეთის პოლიციამ დააკავა, ქართული საბუთები აღმოაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მედიის ცნობით, ჰაჯიუს დაკავებისას აღმოჩენილ საბუთებს შორის იყო ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომლის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ყალბია.
დანაშაულებების უმეტესობა დაკავებულს და მის დაჯგუფებას ალბანეთში აქვთ ჩადენილი, ამიტომ მას ახლა ალბანეთში ექსტრადიციისთვის ამზადებენ.
ოფიციალურმა ტირანამ საბერძნეთს დამნაშავის ექსტრადიციისთვის საჭირო დოკუმენტები უკვე გაუგზავნა.