სოციალურად დაუცველი ბავშვები თბილისში ცურვის კურსს უფასოდ გაივლიან

პროგრამაში ათასამდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მცხოვრებ 5-დან 10 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვები ცურვის სპეციალურ კურსს უფასოდ გაივლიან, იუწყება „პირველი არხი“.
ათდღიან პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პროფესიონალი მწვრთნელები იმუშავებენ. კურსის დასრულების შემდეგ კი სპეციალისტები თავად შეარჩევენ მოზარდებს, რომლებსაც დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარდებათ უკვე პროფესიონალურ, სპორტულ ჭრილში. პროგრამაში ათასამდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის განხორციელება კერძო ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობით მოხერხდა, რომელსაც კოორდინაცია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა გაუწია. პროექტი განხორციელდება „ლიდერსპორტ-არენის“ ახალ აუზზე.