თბილისი, 30 ნოემბერი— Sputnik. გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება 1 დეკემბრიდან სამი დღით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, გიორგი ბერიაშვილის ქუჩაზე დაგეგმილია მიწისქვეშა სანიაღვრე კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები, რის გამოც ტრანსპორტი არ იმოძრავებს გიორგი აბაშვილის ქუჩისა და ბერიაშვილის ქუჩის კვეთიდან ბერიაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთამდე (N4-მდე).
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი აბაშვილის ქუჩისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზისა და მიხეილ გახოკიძის ქუჩების გამოყენებით.