ზემო ლარსი დღეს: საზღვარზე 3,2 ათასზე მეტი სატვირთო მანქანა დგას

სატვირთო ავტომობილების მოძრაობა კვირას, საღამოს აიკრძალა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან უამინდობის გამო 3,2 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილია გაჩერებული, რომლებიც საზღვარზე გასვლას ელოდებიან, ნათქვამია ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ინფორმაციაში.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა საქართველო-რუსეთის საზღვარზე სატვირთო ავტომობილებისთვის 26 ნოემბერს, საღამოს, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო აიკრძალა. გზის გაწმენდის შემდეგ მოძრაობა მსუბუქი ავტომობილებისთვის გუშინ დღისით აღდგა.
რუსული მხრიდან საქართველოში შემოსვლას 3.210 სატვირთო მანქანა ელოდება.
გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა>>
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.