თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 32 კილომეტრში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 19:49 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 24 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.