მსოფლიო დღეს

შავ ზღვაზე შტორმის დროს რუსმა მაშველებმა ქართველ მეზღვაურს დახმარება აღმოუჩინეს

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. რუსმა მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი გემი GAIA I-დან სამედიცინო დახმარებისთვის ქართველი მეზღვაურის ევაკუაცია მოახდინეს, იტყობინება ადგილობრივი მედია.
შავი ზღვის აკვატორიაში, დაგომისის სანაპიროდან 23 კილომეტრში მყოფი გემი, რომელიც ტამანიდან ჩინეთში მიცურავდა, უამინდობის გამო პორტში ვერ შევიდა.
„საქართველოს მოქალაქემ ხელი დაიზიანა, როდესაც შტორმის დროს გემზე რკინის კარი დაიხურა. მას თითის ამპუტაცია დასჭირდა", - განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
მაშველებმა მეზღვაურის ევაკუაცია Ка-32-ის ვერტმფრენით განახორციელეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.